მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ

ზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ

Published on

დღეს დილით ზუგდიდის  სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის  შენობაში  შეკრებილმა შიდა მოვაჭრეებმა ქალაქის  მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრა მოითხოვეს.
რამდენიმე მათგანი შეხვდა  მერს  და თავისი მოთხოვნები გააცნო.  მიღებული დაპირების შემდეგ, რომ მერია შეეცდება გაითვალისწინოს მათი მოთხოვნები და მიიღოს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაიშალნენ. 
შიდამოვაჭრეების დღევანდელი აქცია არ არის პირველი, ისინი დიდი ხანია მოითხოვენ უფრო მკაცრად დარეგულირდეს ან საერთოდ აიკრძალოს გარევაჭრობა ბაზრის უშუალო მისადგომებთან და, პირველ რიგში, შესასვლელთან, მაგრამ პრობლემა მოუგვარებელი რჩება.
 
ზუგდიდის ბაზრის შიდამოვაჭრეების  თქმით, გარემოვაჭრეების შეუძღუდავი საქმიანობა  არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, რადგან მომხმარებელი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ბაზრის წინ გარემოვაჭრეებისგანა შეიძინოს პროდუქტი, ბაზარში აღარ შედის და ეს მომხმარებელს უკარგავს შიდამოვაჭრეებს, შესაბამისად  უარყოფითად მოქმედებს მათ შემოსავლებზე.
არათანაბარი პირობების არგუმენტად ასახელებენ ისინი აგრეთვე იმას, რომ გარემოვაჭრეებს არ ეკისრებათ გადასახადი, რომელიც სავალდებულოა შიდამოვაჭრეებისათვის და ამასთან განუწყვეტლივ იზრდება

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...