ბელარუსული “ბიოკომ ტექნოლოგი” საქართველოში, კერძოდ აბაშასა და მარტვილში რობოტიზირებული მეცხოველეობის ფერმის მოწყობას განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ ბელარუსის რესპუბლიკის ინოვაციური კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელა.„მსგავსი ფერმის მოწყობა კარგ პირობებს ქმნის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნატურალური რძის წარმოება. საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელ პროდუქტს ვღებულობთ, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.„ბიოკომ ტექნოლოგიის“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს კომპანიის შესაძლებლობები და ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, ასეთი მიდგომა იძლევა მაღალ რენტაბელურ წარმოებას. ვინაიდან მსგავსი ტექნიკური საშუალება პროდუქციის თვითღირებულებას მკვეთრად ამცირებს.საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
სამეგრელოში პირველი რობოტიზირებული ფერმა აშენდება
სიახლეები
საზოგადოება
ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...
საზოგადოება
პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...
საზოგადოება
ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...
საზოგადოება
ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი
"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება !
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...