მთავარისიახლეებიკონფლიქტებირკინიგზა - ქარიშხალი ჭიქა წყალში თუ რეალური საშიშროება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის?

რკინიგზა – ქარიშხალი ჭიქა წყალში თუ რეალური საშიშროება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის?

Published on

ინფორმაცია, რომლის თანახმად  სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხზე უარყოფითად ფასდება ოპოზიციური ძალებისა დასაზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. 
 
ცოტა ხნის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში  გაკეთდა განცხადება, რომელშიც პარტია  საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშუალებს. 
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას განცხადებით, ეს დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ინტერესებისათვის და იმ   საფრთხეებზე გააამახვილა ყურადღება, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას შეიძლება მოჰყვეს.
„სხვა არაფერი შეიძლება იყოს ნაგულისხმევი, ვიდრე ეს არის აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რაც  სრულიად დაუშვებელია –  აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ყველანაირი წინაპირობის გარეშე ვინაიდან სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ასევე გამორიცხავს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საერთოდ საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის აღდგენას ამ ტერიტორიაზე,“ – განაცხადა ნიკა რურუამ.
 
ინფორმაციას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილიც. იგი ამბობს, რომ ინფორმაცია რეალობას აცდენილია, რადგან რკინიგზის აღდგენა-გახსნამდე ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, მათ შორის გასათვალისწინებელია აფხაზური მხარის მოთხოვნები, რომელიც მათ ე.წ. ეკონომიკურ საზღვართან დაკავშირებით აქვთ.
 
„მე მაინც მგონია, რომ ეს თემა შორს არის რეალური გადაწყვეტისგან და ნაადრევად არის ქარიშხალი ჭიქაში ატეხილი – როდესაც დეტალებში შევალთ, შეიძლება თვითონ აფხაზები წავიდნენ წინააღმდეგი. პარადოქსია მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში აფხაზურ მხარეს უფრო მეტი პრობლემები ექნება, ვიდრე ჩვენ. ადრეც ყოფილა ამაზე ზოგადი საუბრები და აფხაზური მხარე ყოფილა უფრო წინააღმდეგი, ვიდრე ქართული მხარე და მათ აქვთ თავისი მოტივაცია, იმიტომ, რომ თუ ისინი კატეგორიული წინააღმდეგი იქნებიან იმისა, რომ ეკონომიკური საზღვარი დაფიქსირდეს ფსოუზე, ამის გარეშე კიდევ ჩვენ რამეზე წავიდეთ მე არ მგონია. “ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...