მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე პეტრე - პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს

მეუფე პეტრე – პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქი ილია მეორე 2009 წელს მოწამლეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ”იმედის დროში” განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით მისი ეჭვები მართლდება. ”შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ ინტრიგის, ამ საშინელი სკანდალური სამარცხვინო მოვლენის ავტორი ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები. რამეთუ ამ ქალს, ზედმეტსახელად ჩემგან არაერთგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩრდილოვანი მმართველისა და ა.შ, ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ.მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ეჭვები, რომ კვალი, როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფე პეტრემ გაიხსენა 2009 წლის შემთხვევა. ”როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს – ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად, ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას, გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის...