მთავარისიახლეებისამართალიკურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტი დაიღუპა

კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტი დაიღუპა

Published on

მესტიაში კურორტ „თეთნულდზე“  ზვავის ჩამოწოლის შედეგად 46 წლის გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა, ამის შესახებ საზოგადოებრივს მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხუთი გერმანელი ტურისტი თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამი ტურისტი უსაფრთხო გზით წავიდა, ხოლო ორმა აკრძალულ ზონაში გააგრძელა სრიალი. „ამ ორი ტურისტიდან სამაშველო ბალიშის გახსნა მხოლოდ ერთმა შეძლო და გადარჩა, ხოლო მეორემ სამაშველო ბალიში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გახსნა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა" – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მესტიის გამგებლის თქმით, კურორტ „თეთნულდზე“ გერმანელი ტურისტების ხუთკაციანი ჯგუფი სამი დღის წინ ჩავიდა და იქ დარჩენას 3 მარტამდე გეგმავდა. საზოგადოებრივი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ზვავში უცხოეთის ორი მოქალაქე იყო მოყოლილი. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციის შედეგად, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაპოვნია მეორე მოქალაქის ცხედარი.„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112-ში" შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კურორტ „თეთნულდზე“ უცხოეთის 2 მოქალაქე ზვავში იყო მოყოლილი. სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფის მაშველები. მძიმე მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს ზვავში მოყოლილი მოქალაქეების პოვნა. ერთი მათგანი უვნებლად გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაპოვნია ასევე მეორე მოქალაქის ცხედარი" – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...