მთავარისიახლეებიპოლიტიკათეთრმა სახლმა პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე CNN, The New York Times და სხვები...

თეთრმა სახლმა პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე CNN, The New York Times და სხვები დაბლოკა

Published on

CNN და სხვა მედია საშუალებები, მათ შორის The New York Times, The Los Angeles Times, Politico, BuzzFeed და სხვები, თეთრი სახლის პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე დაბლოკეს. CNN-ის ცნობით, გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და თეთრ სახლს აღნიშნულზე განმარტება არ გაუკეთებია. Politico-ს ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე არც BBC შეუშვეს. სიენენის თქმით, ისეთი კონსერვატული გამოცემები, როგორებიცაა Breitbart News, The Washington Times და One America News Network, ბრიფინგზე დაუშვეს. პრესასთან შეხვედრაზე შეუშვეს NBC, Fox, ABC და The Wall Street Journal-იც. აღნიშნულის შემდეგ, The Associated Press-მა და ჟურნალმა Time, ბრიფინგს პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოუცხადეს. პროტესტი გამოხატა თავად თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციამაც: "ჩვენთვის ეს მიუღებელია. მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიფინგზე შეუშვეს, მოვუწოდებთ, რომ მიღებული მასალა იმ გამოცემებსაც გაუზიარონ, ვინც პრესისთვის გამართულ შეხვედრაზე დაბლოკეს. ჩვენ ამის განხილვას ვაპირებთ თეთრი სახლის თანამშრომლებთან". ნიუ-იორკ ტაიმსის მთავარმა რედაქტორმა დინ ბექეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მსგავსი რამ თეთრ სახლთან ურთიერთობის ისტორიაში არ მომხდარა: "ჩვენ მკაცრად ვაპროტესტებთ ნიუ-იორკ ტაიმსისა და სხვა ახალი ამბების ორგანიზაციების გამონაკლისად დაშვებასა და შეზღუდვას ამ პროცესში. მედიისთვის მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობაზე თავისუფლად ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან". Wall Street Journal-მა, რომელიც პრესკონფერენციას დაესწრო, მოგვიანებით განაცხადა, რომ, შემდეგში მას აღარ დაესწრება, თუ მედიის სხვა წარმომადგენლების ნაწილს ბრიფინგზე არ დაუშვებენ. რამდენიმე საათით ადრე, დონალდ ტრამპი ვაშინგტონის გარეთ კონფერენციას მართავდა, სადაც განაცხადა, რომ მედია გამოცემების რამდენიმე წარმომადგენელი "ხალხის მტრები არიან". ტრამპმა ასევე თქვა, რომ რეპორტიორებს ანონიმური წყაროების გამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეთ.

წყარო: On.ge

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...