მთავარისიახლეებისაზოგადოებარა გახდა 18 წლის ნათია შეყილაძის გარდაცვალების მიზეზი?- ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

რა გახდა 18 წლის ნათია შეყილაძის გარდაცვალების მიზეზი?- ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

Published on

ქუთაისში კლინიკა ,,უნიქალ მედიში” პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის ნათია შეყილაძე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში 3 დღის წინ გადაიყვანეს. პაციენტის მგომარეობა ჩატარებული სამედიცინო ღოისძიებების შედეგად პირველ ეტაპზე გაუმჯობესდა, ხოლო შემდგომ კი ისებ დამძიმდა.პაციენტის ახლობლები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და გამოძიებას ითხოვენ.„ვიპოვეთ უგონო მდგომარეობაში სახლში, გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც გადაიყვანა ჭიათურაში, ამოურეცხა კუჭი და შემდგომ რეანომობილით გადმოიყვანეს ქუტაისის კლინიკაში. ექიმები გვიმტკიცებდნენ, რომ წამლები ქონდა დალეული, სინამდვილეში ეს ასე არ აღმოჩნდა და ფილტვებითაა გარდაცვლილი“- აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი ნათია დავითულიანი.გარდაცვლილი პაციენტის ახლობლების ბრალდებებს უარყოფენ კლინიკის წარმომადგენლები. მათი თქმით ახალგაზრდა გოგონას წამლები სუიციდის მიზნით ქონდა მიღებული და ეს მან ფსიქიატრსაც დაუდასტურა:პაციენტი 2 დღეში მოიხსნა აპარატიდამ, სრულიად კონტაქტური და ადეკვატური იყო. ფსიქიური პრობლემების გამო მოწვეული იქნა ფსიქიატრი, რომელსაც მან დაუდასტურა, რომ მედიკამენტები ქონდა დალეული სუიციდის მიზნით, ეს დადასტურებულია. პაციენტი უეცრად დამძიმდა, რეანიმაციიული მუშაობის შემდეგ პაციენტის გულის მუშაობა ვერ აღსდგა და გარდაიცვალა. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“- განაცხადა „უნიქალ მედის“ მთავარმა ექიმმა შოთა მარუაშვილმა.

სიახლეები

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა...

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...