მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის განცხადება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის წინააღმდეგ

ევროკავშირის განცხადება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის წინააღმდეგ

Published on

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 
 
,, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის (ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია) გამოცხადებული დახურვა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ასობით მგზავრების მიერ, საზიანო იქნება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. – ნათქვამია გაცხადებაში – სავარაუდოდ, ეს გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების რისკს. ამგვარი ცალმხრივი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აღებულ ვალდებულებებს უსაფრთხოების გაძლიერებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხით. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება ძალისხმევას სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს ისეთი ატმოსფეროს შექმნით, რომელიც არ არის ხელისშემწყობი კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრისთვის და რეგიონში ყოვლისმომცველი სტაბილიზირებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს გამშვები პუნქტების გახსნისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების თავისუფლება'' 
 
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები კონსტრუქციულად უნდა ჩაერთონ უსაფრთხოების გაძლიერებაში და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.
 
„ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სიტუაციაზე თვალყურს, მათ შორის მონიტორინგის მისიის თანდასწრების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

სიახლეები

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა...

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...