მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მძღოლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში მძღოლებმა აქცია გამართეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში დასაქმებულმა მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს დღეს ზუგდიდში. შეკრებილების განცხადებით, მათ უკვე სამი თვეა კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ. როგორც მათ დღეს განაცხადეს, ორშაბათიდან,27 თებერვლიდან ისინი სკოლებში აღარ გავლენ და პროტესტს განაგრძობენ.

მძღოლების განცხადებით, მათ მიმართ დავალიანება გასული წლის დეკემბრის თვიდან იწყება. იმ პერიოდში სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელფასო გავალიანების გადახდა ვერ შეძლო. ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "დაკი ჯორჯია" უკვე მეორე თვეა ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, საუბარია იანვარ-თებერვლის სახელფასო დავალიანებაზე.

მძღოლების პასუხად, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ დეკემბრის თვის დავალიანებაზე პასუხისმგებელი წინა ტენდერში განარჯვებული კომპანიაა, ხოლო რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ანაზღაურებას – მათივე განმარტებით,პრობლემა უახლოეს დღეებში ამოიწურება.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...