მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო ოხანაშვილი ნაძირალაა- მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსთან დაპირისპირებას უარყოფს

სოსო ოხანაშვილი ნაძირალაა- მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსთან დაპირისპირებას უარყოფს

Published on

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელი (ბოტკოველი) პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროს სოსო ოხანაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს."სოსო ოხანაშვილი ისედაც დისკრედიტებულია. სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. კომუნიკაცია არ გვქონია, არც სატელეფონო და მითუმეტეს, არც ფიზიკური. რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი. შეიძლება ცდილობს, საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოს ფიზიკურად გამისწორდა. ნაძირალაა და შეიძლება თქვას. კომუნიკაციის სურვილი თუ ექნება, საკადრის პასუხს მიიღებს", – ამბობს დეკანოზი მიქაელი.გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მდივანი და პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ინფორმაციას საპატრიარქოშიც უარყოფენ.დეკანოზი მიქაელი სოსო ოხანაშვილის განცხადების გამო გადადგა. "პატრიარქის მდივანმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ მივსულვარ", – განაცხადა პატრიარქის დაცვის უფროსმა.დეკანოზი მიქაელი, საკუთარი გადაწყვეტილების მიუხედავად, ილია მეორის მდივნის თანამდებობაზე რჩება. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას უწმინდესთან გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია. ლაშა ჟვანიას განმარტებით, მდივნის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხს პატრიარქი წყვეტს.უცნობია სოსო ოხანაშვილის საკითხიც. საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქის დაცვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, შესაბამისად, სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილება უწყებამ უნდა მიიღოს. ოხანაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.დეკანოზი მიქაელი თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...