მთავარისიახლეებიპოლიტიკაშენი მჭადი მომეცი და ცოტას მოგიტეხავო - თუშეთში 1250 ლარის ღირებულების...

შენი მჭადი მომეცი და ცოტას მოგიტეხავო – თუშეთში 1250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა

Published on

,,მთის ამბების'' ინფორმაციით, ახმეტის  გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20-ჯერ მეტი თანხა – 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა.

 
თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პროდუქტების გადაცემის "მიზეზით" ვერტმფრენით იმოგზაურეს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა. ამ „მისიაში“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა,ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა , ახმეტის პოლიციის უფროსმა  ბესიკ ონიანმა და მისმა მოადგილემ გიორგი აბელაშვილმა, რომელთაც თან ახლდნენ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი და  რამდენიმე კერძო პირმაც – ადგილობრივმა მეწარმემ ზურაბ ბაბულაიძემ (შპს „ტექნოვინის“ დირექტორი), მისმა მეგობარმა რატი კოჭლამაზაშვილმა  და სხვებმა,  მათ ადგილობრივების თქმით გულუხვად მოილხინეს.
 
ის გარემოება, რომ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის რამდენიმე კილოგრამი შაქრის ფხვნილის, მაკარონისა და  200 გრამამდე ყავის გადაცემის აქცია მოსახლეობის მატერიალურ უზრუნველყოფას არ ემსახურება და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადაცემული პროდუქტების მიზერული ოდენობიდანაც ჩანს და მისი გადაცემის ვადაც იგივეს ადასტურებს – „საახალწლო საჩუქრებად“ სახელდებული საკვები პროდუქტი ადრესატამდე თითქმის 2 თვის დაგვიანებით აღწევს
 

სიახლეები

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ: „სამწუხაროდ...

სანამ საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ...