რატომ არ მოხერხდა ქართველი პილოტის ტყვეობიდან დახსნა მაშინ, როცა კონგოს ხელისუფლებამ ბელორუსი და ეროვნებით რუსი საქართველოს მოქალაქე სამშვიდობოს გაიყვანა? – სად იყო აქამდე საქართველოს მთავრობა და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა პილოტის დატყვევებოდან მთელი ერთი თვის განმავლობაში?
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგელობაში ამას იმით ხსნიან, რომ კონგოს მთავრობამ მხოლოდ ორი დღის წინ დაადასტურა ქართველი სამხედრო მფრინავის ტყვეობაში ყოფნა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აცხადებს, რომ იგი მუდმივ კონტაქტზეა კონგოს ოფიციალურ წარმომადგნელებთან და ყველაფერი კეთდება მისი
ამ ეტაპზე კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელიც დაიჭრა, თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, 27 იანვარს კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ჩამოვარდა ორი დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელიც ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობას ეკუთვნოდა. ერთერთს მართავდა ქართველი პილოტი, 41 წლის სოსო ოსორაული, რომელიც თითქმის ერთი თვეა რაც უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში ბაზირებულმი რადიო „ოკაპი“ , რომელმაც ეს ინფორმაცია 28 იანვარს გაავრცელა, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ეს ორი საბრძოლო შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად 27 იანვარს დილით გაფრინდა. ერთ–ერთი ვერსიით, შვეულმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, როდესაც ხეებს წამოედნენ და ავარია განიცადეს. მეორე ვერსიით კი, შვეულმფრენებს ცეცხლი ხმელეთიდან გაუხსნეს და ჩამოაგდეს.
თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციასი ნატქვამი იყო, რომ რომ ეკიპაჟის წევრები რუსები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შვეულმფრენებს ბელორუსები და საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ. იმავე საღამოს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მყოფი სამხრეთ აფრიკული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან დაზარალებული ბელორუსების გაყვანა მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ერთ–ერთი გვარად პლუჟნიკოვი საქართველოს მოქალაქეა. სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავი მეამბოხეებმა დახვრიტეს, რაც, საბედნიეროდ, არ დადასტურდა.