მთავარისიახლეებიპოლიტიკაფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

Published on

84 მომხრე, 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით დააამტკიცა. კენჭისყრამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარული საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც  ოპოზიციას ეკუთვნის, ჩავარდა. ოპოზიციის წინადადებას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას 3-პუნქტიან ინიციატივა შესთავაზა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით,  მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ასევე მნიშვნელოვანია 2 გასაღების პრინციპი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურისა და სასამართლოს ხელში.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები შევიდა. მმართველმა გუნდმა გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერი კომისიის წარდგინებით დანიშნავს. ამასთან, კომისიას ვინ წარუდგენს კანდიდატებს, ეს საკითხი ღიად რჩება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია გაიმართება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს. გარდა ამისა, სუსი-ს უფროსი აღარ დანიშნავს სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და არც დებულებას დაამტკიცებს.

დღევანდელ სხდომაზე განხილვის დროს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...