მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი მიესალმება ენმ-ს ალტერნატიულ კანონპროექტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ

ომბუდსმენი მიესალმება ენმ-ს ალტერნატიულ კანონპროექტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ

Published on

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იზიარებს  ოპოზიციის კრიტიკასა და არგუმენტებს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით. – ამის შესახებ მან განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მას ალტერნატიული პროექტი გააცნეს. 
 
ომბუდსმენი ამბობს, რომ საყოველთაო უნდობლობის ფონზე, დამატებითი მექანიზმები, რომელიც ფარული მიყურადება-თვალთვალის შეუზღუდავად კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, აუცილებელია.
 
„სახალხო დამცველი იქნება დაინტერესებული, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო უნდობლობა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რომ  ჩვენ გარკვეულწილად დამატებითი მექანიზმი გავხდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსმენების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამთავრდეს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი, ორგასაღებიან სისტემას გულისხმობს.
 
გარდა ამისა, პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველს, ოპოზიციის ერთ დეპუტატს და საპარლამენტო უმრავლესობის ასევე ერთ წევრს, ფარულ მიყურადება-მოსმენებზე მონიტორინგის შეუზღუდავად განხორციელების საშუალება უნდა ქონდეთ.
 
„ეს იქნება ერთადერთი გზა, რომ გათვალისწინებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ასევე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესები. ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს სამმაგ დაცვას, სახალხო დამცველს, უმრავლესობის წარმომადგენელს და ოპოზიციის წარმომადგენელს ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს დაშვება მოსმენების, როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ მხარესთან,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...