მთავარისიახლეებიპოლიტიკამიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა

Published on

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ბოლო დღეებში არ უნახავს.
მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"მე ვთქვი სწორედ ის, რაც ვნახე. აქამდე სოსო ოხანაშვილი ნანახი არ მყავდა საპატრიარქოში. მე არ მითქვამს, რომ ის გადადგა ან გადააყენეს ან დააპატიმრეს, უბრალოდ არ მინახავს . ნებისმიერი ადამიანი დამიდასტურებს, რომ გაიმართა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, ბიძინა ივანიშვილთან და მსგავს შეხვედრაზე დაცვის უფროსი არ გამოჩენილა. ვთქვი, ის, რაც იყო სინამდვილე. მატყუარა და თვალთმაქცი არის თვითონ და მას საკადრისი პასუხი გაეცემა უახლოეს მომავალში.
პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები," – განაცხადა ბოტკოველმა.

სიახლეები

“მთავრობის მესენჯერი” აიყვანეს – რიჟვაძის საქმეზე ალექს ახვლედიანია დაკავებული

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი...

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა – მან ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება...

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...