ენერგოსისტემის ხუთი ანძის დადგმას აპროტესტებენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში. მოსახლეობა აცხადებს, რომ წელიწადზე მეტია ექსპერტიზის დასკვნას ითხოვენ ანძების უსაფრთხოებაზე. მათი თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები მათ ოჯახებზე გადის, რითაც მათ ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრება. მოსახლეობა გადასახლებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. აქციის მონაწილეებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. ბესიკ ფარცვანიას თქმით, მოსახლეობის მოთხოვნები კანონის ფარგლებში დაკმაყოფილდება.