Independent აქვეყნებს Emolument-ის სტატისტიკურ მონაცემებს, რომელია მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი სამსახურები. თქვენი სამუშაო, შესაძლოა, ძალიან სტრესული, რთული და ცოტა გაუგებარიც კი იყოს, მაგრამ ყველაზე ცუდია, თუ ის მოსაბეზრებელია. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო დღე ძალიან ნელა და უინტერესოდ გადის. 1. იურიდიული სამსახურები2. პროექტების მენეჯმენტი3. მხარდაჭერის ფუნქციები4. ფინანსური კონტროლი5. მრჩეველი და აღმრიცხველი6. ფინანსური მომსახურება და საბანკო საქმე7. საინჟინრო საქმე8. გაყიდვები9. მარკეტინგი და კომუნიკაციები10. საინფორმაციო ტექნოლოგიები. ყველაზე მოსაწყენი სამუშაოების ჩამონათვალში, ბოლო ადგილებს იკავებს განათლების სფეროსთან დაკავშირებული სამსახურები, ასევე აღმასრულებელი მენეჯმენტი, კვლევა და განვითარება. კვლევის ერთ-ერთი მიმართულება იყო, რომელ ქვეყნებს ჰყავს ყველაზე მოწყენილი დასაქმებულები. აღმოჩნდა, რომ ასეთი ხალხი ცხოვრობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ვინაიდან გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ მათი საქმე მოსაწყენია. ყველაზე მოწყენილი დასაქმებულების ჩამონათვალში, მესამე ადგილს იკავებს დიდი ბრიტანეთი – 64%-ით.