მთავარისიახლეებიეკონომიკაგაზაფხულზე ან ზაფხულში გაზი გაძვირდება

გაზაფხულზე ან ზაფხულში გაზი გაძვირდება

Published on

ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს – ტარიფები, რომელიც სემეკის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რეალობას არ ასახავს, უახლოეს მომავალში გადაიხედება. სემეკში აცხადებენ, რომ 
გაზის ტარიფი უკვე 11 წელია, არ გადაანგარიშებულა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსიც.
 
ტარიფის მატებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ამის აუცილებლობას ლარის გაუფასურებით ხსნის, თუმცა არ  კონკრეტდება, რამდენით მოიმატებს ბუნებრივი აირის საფასური 
 
ლარის გაუფასურებაზე დოლართან მიმართებაში და ამის გამო ჯერ დენზე და ახლა უკვე გაზზე ტარიფების გაზრდაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებენ.
 
ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ მომატებული გადასახადი შესაძლოა, მომწოდებელი კომპანიის მოთხოვნა სულაც არ იყოს და ამით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ცდილობდეს. მათ  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა გაზაფხულზე ან ყველაზე შორს – ზაფხულში იგეგმება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...