მთავარისიახლეებისამართალიექიმების დასკვნით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სტაციონარში მკურნალობას აღარ საჭიროებს, მაგრამ არ კონკრეტდება,...

ექიმების დასკვნით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სტაციონარში მკურნალობას აღარ საჭიროებს, მაგრამ არ კონკრეტდება, როდის გადაიყვანენ მას ციხეში

Published on

ჩაფიძის კლინიკის პულმონოლოგიური დეპარტამენტის, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას სტაციონარი დატოვოს.
 
როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის და მაგრამ მისთვის  უცნობია კონკრეტული თარიღი,  როდის დატოვებს კლინიკას დეკანოზი და გადაიყვანენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 
 
"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავს უკეთესად გრძნობს. ცხელება არ აქვს. აღენიშნება დადებითი დინამიკა ლაბორატორიული და კლინიკური მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით ანთების მარკერები რომლებიც ჩვენთვის სპეციფიურია, ქვემოთ წამოვიდა. არ არის ჩივილებიც. ექიმებს შორის, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტმა გააგრძელოს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. თარიღი კონკრეტდება. მწვავე პერიოდი გავლილია და პაციენტი მიდის გამოჯანმრთელებისკენ., დეკანოზი დამატებით კვლევებს აღარ საჭიროებს .მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სტაციონარი დატოვოს", – განაცხადა თამაზ მაღლაკელიძემ.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...