მთავარისიახლეებიპოლიტიკაენგურის ხიდზე გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ენგურის ხიდზე გიორგი ლუკავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი  შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემჟურნალისტებს ის საკითხები გააცნო, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეს. ქემოკლიძის ინფორმაციით, პატიმარი გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ სიტყვების არ სჯერა თავად გიორგი ლუკავას მეუღლეს, რომელიც დილიდან ენგურის ხიდზე იმყოფება.მასთან ერთად იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები, ასევე დაკავებულის მეგობრები. ლალი ბასარია ამბობს, რომ მისი მეუღლე დრანდის ციხიდან 27 იანვარს გაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. მან მთავრობის კანცელარიასთან 10 დღე იშიმშილა და როგორც თავად აცხადებს, პროტესტის ეს ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...