მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს

Published on

 ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, უკვე რამდენიმე დღეა გამოთქვამს სურვილს შეხვდეს საქართველოს პატრიარქს და პროკურატურისთვის ჩვენების მიცემამდე  პირადად მიაწოდოს მას ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრის თხოვნაზე  საპატრიარქოს  პასუხის პარალელურად, დაცვის მხარე პროკურატურისგან დეკანოზის დაკითხვის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციასაც ელოდება
.
,,ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება  საშუალება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ წინასწარ გამოძიებისთვის მიცემს  ჩვენებას, ყველაფერი უთხრას პირადად  პატრიარქს. თუ ვთქვათ ვინიცობაა და პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან, მაღალი იერარქიის პირებს, მოვიდნენ და მას სურვილი აქვს პირდაპირ საქმის კურსში დეტალურად მოუყვეს და უთხრას, თუ რასთან არის რეალურად საქმე. ჩვენ დიდი მოწიწებით და დიდი იმედით ვართ განწყობილი, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი და ქმედება განხორციელებული,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
 
იგი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზი უახლოეს პერიოდში შესაძლოა პატრიარქთან შესახვედრად   საქართველოს საპატრიარქოში მიიყვანონ.
 
რამიშვილმა სისხლის სამართლის საქმის დეტალებზეც საუბრობს.  მისი განცხადებით, ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და  აპირებს გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ მოხვდა მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას  არ ეკუთვნოდა. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსაც, მათ შორის ჩანაწერებსაც და ნივთმტკიცებად ამოღებული ციანიდსაც.
 
„მამა გიორგი არღვევს დუმილის უფლებას და მზად არის ჩვენება მისცეს. ჩვენ შესაბამისად მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს და უკვე სრულყოფილად დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. წაყენებული ბრალდება რაც აქვს მამა გიორგის, იგი უდანაშაულოდ თავს ცნობს და, თუ მივა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ აქ აღარ არსებობს დანაშაული და კანონის შესაბამისობაში მოიყვანს ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე საქმის მსვლელობას, უნდობლობა ვეღარ იქნება, იმიტომ, რომ თუ შესაწყვეტია, უნდა შეწყდეს ეს საქმე,“-აცხადებს მიხეილ რამიშვილი
 
 რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განცხადება ჩაფიძის კლინიკაში დღეს 15:30 საათზე გაკეთდება. 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...