მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის...

ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას – ზაალ უდუმაშვილი

Published on

„ამ წუთიდან რუსთავი2 ისევ ჩაირთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არხი აღარ უნდა გამოირთოს,“ – ასე მიმართა რუსთავი2-ის გენერალური დირექოტირს პირველმა მოადგილემ რუსთაველზე სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს.ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.„დღეს ჩვენ ერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას," – აღნიშნა უდუმაშვილმა.„ჩვენ ვერ გაგვტეხეს შიგნიდან, რუსთავი2 ჩვენი მხრებით მოვიტანეთ და ახლა ის დროა, როცა თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება,“ – მიმართა უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილებს.ზაალ უდუმაშვილმა მოსამართლეებსაც მიმართა.„მინდა, მოგიწოდოთ, იყოთ მხნედ, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას არა დღევანდელი დღისთვის, არამედ მომავლისთვის და თქვენი შვილებისთვის,“ – აღნიშნა უდუმაშვილმა.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...