მთავარისიახლეებისაზოგადოებასემეკი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას

სემეკი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას

Published on

ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით სემეკი მოქალაქეებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით.კომისია მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის გამანაწილებელ კომპანიას ან განცხადებით მომართონ კომისიას და კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, მოქალაქეებს კომისიაში კონსულტაციების გავლა შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებითაც ნომერზე – 16 216. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს და იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დადასტურდება ზედმეტი დარიცხვა, მოქალაქეებს თანხა ჩამოეწერებათ.კომისია აქვე განმარტავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა"- აღნიშნულია სემეკის განცხადებაში. 

სიახლეები

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე- დღეს პუტინთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია

გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ,...

შსს- პოლიციამ 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან...

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...