მთავარისიახლეებისაზოგადოებამარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება გაცილებით ძვირი დაჯდება

მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟება გაცილებით ძვირი დაჯდება

Published on

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის მუხლი ამოიღო, რომლითაც უნდა აკრძალულიყო ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა. ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა:"პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა, რის შედეგადაც გაუთანაბრდებოდა მარცხენასაჭიანებს. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, უბრალოდ, ვისაც უღირს იმ ფასად, შემოიყვანოს".შალვა ხუციშვილის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში კვლავ დარჩება ქულათა შემოღების სისტემა, ქულების ამოწურვისას მართვის მოწმობის შეჩერება და უკონტაქტო პატრულირება

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...