მთავარისიახლეებისამართალიამ დრომდე უცნობია რა დიაგნოზი დაუსვეს გიორგი მამალაძეს ჩაფიძის კლინიკაში

ამ დრომდე უცნობია რა დიაგნოზი დაუსვეს გიორგი მამალაძეს ჩაფიძის კლინიკაში

Published on

დღეს საღამოს დეკანოზი გიორგი მამალაძე მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ბადრაგის თანხლებით ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების უწყება აღნიშნულ სამოქალაქო კლინიკასთან თანამშრომლობს და იქ გადაჰყავს პატიმრები, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროებათ. 
კლინიკაში დაკავებულის ადვოკატებიც შევიდნენ.

 
გიორგი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას წინ უძღოდა მისი  ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადება, რომ  დაკავებულს უკვე მეოთხე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა. „ სამედიცინო კუთხით ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ აქვს, ვინაიდან, რაც შესაძლებელია, ყველანაირი მკურნალობა უტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მეოთხე დღეა არ დასტაბილურებულა“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ დღეს, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლინიკაში გადაიყვანდნენ. 
 
მცირე ხნის წინ ადვოკატმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, ამჯერად უკვე  ჩაფიძის კლინიკიდან, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძეა გადაყვანილი. იგი აცხადებს, რომ მისთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რა დიაგნოზით გადაიყვანეს დეკანოზი საავადმყოფოში და  დეტალების გარკვევას შეეცდება. იგი დაახლოებით ერთი საათია იმყოფება დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მაგრამ მისგან არანაირი ინფორმაცია არ გამოსულა. კომენტარს არც ჩაფიძის კლინიკაში აკეთებენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვს ოჯახსაც, მათ შორის მის ძმას მალხაზ მამალაძეს, რომელიც ცენტრშია მისული.
 
 ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის  ოჯახის წევრებთან ერთად  იმყოფებიან სხვა ახლობლები და გულშემატკივრები , რომლებიც დეკანოზის მკურნალი ექიმის ნახვას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებას ითხოვენ.
 
დეკანოზ გიორგი მამალაძის დეიდამ განუცხადა, მათ დაახლოებით ერთი საათის წინ შეიტყვეს, რომ გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მათი ინფორმაციით, კონკრეტული მიზეზი კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ. 
 

 
 

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...