მთავარისიახლეებისამართალითავდასხმა ინტერპოლის თანამშრომელზე თბილისში

თავდასხმა ინტერპოლის თანამშრომელზე თბილისში

Published on

გუშინ, გვიან ღამით ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა  მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს BMW-ს მარკის ჯიპს , რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა. მანქანიდან თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლიც გაუხსნეს. 
 
ინცინდენტის დროს მძიმედ დაიჭრა  22 წლის მამაკაცი. მას  ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ფილტვისა და თეძოს მიდამოებში და  სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი    ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში. როგორც კლინიკის ქირურგიულ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გვახარია აცხადებს, მისი მდგომარეობა მძიმეა."პაციენტი შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე", – აღნიშნა გიორგი გვახარიამ. 
 
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ  ცეცხლი საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროს ინსპექტორს როსტომ ლორთქიფანიძეს გაუხსნეს.
მისივე განმარტებით, თავდასხმისას როსტომ ლორთქიფანიძემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიჭრა ერთი პირი. თავად ინტერპოლის თანამშრომელი დაჭრილი არ არის. 
 
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურში როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით დაიწყო.
 
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში ქ.თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...