მთავარისიახლეებისამართალიოკუპანტებმა ანაკლიაში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა ანაკლიაში საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საოკუპაციო ხაზთან ახლოს ადგილობრივი მონადირე დავით ცერცვაძე გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გატაცება მაშინ მოხდა, როცა ის მეგობართან ერთად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდა. ცერცვაძესთან ერთად მყოფმა თავს გაქცევით უშველა, მისი ინფორმაციით, გატაცებული ოკუპირებული გალის მიმართულებით წაიყვანეს.  მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ გატაცებულის ოჯახში, ამჟამად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გატაცებულის გამოსასყიდად გამტაცებლებმა 2 700 ლარი მოითხოვეს.

საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცერცვაძის დაკავება ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....