უკრაინასა და საქართველოში დემოკრატიული განვითარებისათვის ბრძოლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვას ქალაქ ბათუმის ამსახველი ვიდეოს სახით ავრცელებს.
"მინდა ყველა შეყვარებულს მოგილოცოთ წმინდა ვალენტინის დღე. ეს სიყვარულის ქალაქ ბათუმის ვიდეოა, რომელიც ხელახლა ავაშენე. ამ მოძრავ ქანდაკებებში, ახალ ბულვარში, რათა ხალხს საერთო სივრცე ჰქონოდა, და თითოეულ შენობაში ჩემი სულის ნაწილი ჩავდე, ხოლო მიწის გაცემისა და მშენებლობის ნებართვისთვის ერთი კაპიკიც არავის აუღია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ძალიან ნიჭიერი იდეალისტების ჯგუფის გარეშე", – წერს მიხეილ სააკაშვილი.