ვინ დგას გიორგი მამალაძის უკან? – სოციალურ ქსელში ,,მეისრეზე” და ,,დამკვეთზე”ალაპარაკდნენ

0
355
მთავარი პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას პატრიარქის მოწამვლის მცდელობისა და გიორგი მამალაძის ბრალეულობის შესახებ   სოციალურ ქსელში რამდენიმე წამში კითხვის ნიშნები მოჰყვა:
 
 ,,ღმერთმა იცის სინამდვილეში რა მოხდა, ბიძინას გუბერნიაში ვინ გაიგებს სიმართლეს?''
 
 ,,მე არ მჯერა ამის, რაღაც სხვა ხდება.''
 
,,ჯეჯელავა რას იძახის, ზღაპრების სპეციალისტია და უეჭველად ექნება განმარტება.''
 
,,სრული აბსურდია ! ისეთი სულელი იყო ( იგულისხმება ინფორმაცია გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის თითქმის ღიად მოძიების შესახებ- ოდიში ნიუსი ), რომ უთხრა მოსაწამლად მინდაო… … საინტერესო ისიცაა,ამდენი მღვდლები რომ ახვევია პატრიარქს ბერლინში…''
 
,,მამალაძეს უნდოდა ციანიდის შეძენა. უთხრა ახლობელს-. მაყიდინე თუ ძმა ხარ, პატრიარქი უნდა მოვწამლოო.
ეს ახლობელი წავიდა პოლიციაში და განაცხადა ამის შესახებ.
პოლიციამ დაიწყო თვალთვალი. შეიძინა მამალაძემ ციანიდი. მიფრინავდა გერმანიაში, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა.
ყოჩაღმა პოლიციამ იყოჩაღა და მამალაძე აეროპორტში დააკავა.
გვითხრეს, ეგ დაიჯერეთო''.
 

,,მოტივი?''
 
,,პატრიარქს რომ რამე დაემართოს, ჩათვალეთ, რომ ბენდუქიძის ბედი გაიზიარა. მისი სიცოცხლე სოლოლაკს არ აწყობს.''
 
პატრიარქის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქის პირად გვერდზე თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილიც   ეხმაურება .
 
არქიმანდრიტი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე წერს, რომ "ამათ ღმერთი არასდროს წამდათ", თუმცა, კონკრეტულად ვის გულისხმობს მამალაძის გარდა ამ ფრაზაში, არ აკონკრეტებს.
 
"მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა. დავალებს მიმცემი და მისი დამქაშები დაასახელონ! სიმართლე ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! ვინ დაავალა მამალაძეს?! გეყოთ მკვლელები ეკლესიაში… პატრიარქის მოწამვლის საშიშროება იყო, მღვდელი არის დაკავებული უახლოესი გარემოცვიდან", – წერს არქიმანდრიტი.
 
მინიშნებებით ალაპარაკდა დეკანოზი თეოდორე გიგნაძეც. ბრიფინგამდე მცირე ხნით ადრე,  „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში მან განაცხადა: “პატრიარქმა ივანიშვილზე თქვა ისეთი რაღაც, რასაც ვერ გეტყვით, რადგან ამის უფლება არ მაქვს… ვინც ეკლესიას დაეჯახა, ყველამ რქები დაიმტვრია. ყოფილი პრემიერი თუ არაჯანსაღად შეეხო ეკლესიას, მისთვის იქნება ცუდი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, როგორც კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებენ, მაშინვე ეკლესიის დამოძღვრას იწყებენ… პატრიარქსა და ეკლესიაზე ასე პირდაპირ სააკაშვილსაც არ მიუტანია იერიში… ”
,,გრიფი საიდუმლო'' ვერ იხსნის გამოძიებასა და ხელისუფლებას საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისაგან.  

 
წინა სტატიაბრიფინგი პროკურატურაში – დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი
შემდეგი სტატიაზედიზედ სამი ყაჩაღობა ერთ სოფელში – ქობულეთში 90 – იანი წლები ბრუნდება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური