მთავარისიახლეებისაზოგადოებარას წერდა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და მიაღწია თუ არა მისმა...

რას წერდა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს და მიაღწია თუ არა მისმა წერილმა პატრიარქამდე?

Published on

რას წერდა დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მიაღწია თუ არა მისმა წერილმა პატრიარქამდე?
დეკანოზის წერილს ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. წერილში საუბარია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით იკვეთება საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესი და ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას მის მიმართ:
 
„თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკიტხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისერი ინტერესი საქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით, ასევე, იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ, ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გამოავლენს. თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს, დამლოცეთ“, – წერს დეკანოზი გიორგი მამალაძე.
 
საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და თავად საპატრიარქოს მაღალჩინოსანთა არაკეთილსინდისიერპ ალიანსის მამხილებელ ამ წერილში ჩამოთვლილია კონკრეტული კომპანიები, შპს-ები და ააიპ-ებია და, როგორც ირკვევა, ამ საკითხზე მუშაობა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სწორედ პატრიარქის დავალებით დაიწყო.
ცნობილი გახდა ასევე, რომ დეკანოზის მიერ შესწავლილი, საპატრიარქოს ქონების განკარგვის თემის განხილვა სინოდში დაბლოკეს. როგორც ჩანს, გიორგი მამალაძემ პატრიარქამდე ვერ მიაღწია და მისი ინფორმირება წერილით სცადა, სადაც მას სთხოვს, ყველა მინდობილობა გააუქმოს და ასევე, საპატრიარქოში შევიდეს აუდიტის სამსახური, რათა ბევრ ბუნდოვან საკითხს ნათელი მოეფინოს. შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელსაც დღეს ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შესაძლო მოწამლვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ არ სჯერა ამ ვერსიის. ცნობილია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც, პროკურატურის ვერსიით, თბილისიდან გერმანიაში გამგზავრების დროს საქართველოს დედაქალაქში შეძენილი მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი უპოვეს, კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილის ქმარია. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მათ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება უჭირთ, რადგან დეკანოზ გიორგის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა პატრიარქთან: "თავისი ხელით შეჰქონდა საჭმელი…", – ამბობენ ისინი.

 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...