მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამიას ნოუ-ჰაუ: წინამორბედის დამსახურების აღიარება თვითტკბობის ნაცვლად

ნიკა გვარამიას ნოუ-ჰაუ: წინამორბედის დამსახურების აღიარება თვითტკბობის ნაცვლად

Published on

,,მგელი იყო ეროსი კიწმარიშვილი. უნიჭიერესი კაცი.'' – რუსთავი 2 – ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წინამორბედის დამსახურებასა და ნიჭიერებას კუთვნილს მიაგებს. ეს იშვიათი შემთხვევაა ქართულ სინამდვილეში.
,,პოსტ სკრიპტუმის'' გუშინდელი, განსაკუთრებით  წარმატებული ეთერის შემდეგ, ნიკა გვარამია თვითტკბობის ნაცვლად თავის ფეისბუქზე მრავლისმეტყველ გაცხადებას აკეთებს;  
,,რა მიქარვებიც არ უნდა ქონოდა, მგელი იყო ეროსი კიწმარიშვილი
ვუყურებ განახლებულ პოსტსკრიპტუმს და ვფიქრობ: რაც გინდა თქვი, რა მიქარვებიც არ უნდა ქონოდა (და ვის არა გვაქვს?), მგელი იყო ეროსი კიწმარიშვილი. უნიჭიერესი კაცი. რ2ის გამკეთებელზე სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი. დავით დვალზეც, რაც არ უნდა დეგრადირებულად გამოიყურებოდეს დღეს და პირადად როგორც არ უნდა მმტრობდეს, თითქმის იგივეს ვფიქრობ. 
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. დღეს რუსთავი2 სხვისია, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. მაგრამ მთავარი არ შეცვლილა – ისევ ყველაზე მაგარია და მთავარ კონკურენტს უგებს – საკუთარ წარსულს!''
და იქნებ ეს განცხადებაც არის სიგნალი იმისა, რომ ქვეყანა მოუგებს საკუთარ წარსულს – ისწავლის სხვისი ღვაწლის აღიარებას და დაფასებას.

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...