მთავარისიახლეებისამართალიგარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა

გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა

Published on

პნევმონიის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაიას დედამ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ირინა წურწუმიას თქმით, პროკურატურამ მას ექსპერტიზის პასუხი უჩვენა.

„ვინაიდან სხვა საგამოძიებო მოქმედებებს დროს ჭირდება, შიმშილობის აქციას ვწყვეტ. იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა და კითხვის ნიშნები არ დარჩება“, – განაცხადა წურწუმიამ.

შოთიკო ცირგაია პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გასული წლის 17 ნოემბერს მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გადაყვანა 30 ნოემბერს სხვა კლინიკაში სცადეს, თუმცა ავადმყოფი ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

დღეს დილით კი გარდაცვლილის დედამ ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალის წინ შიმშილობა დაიწყო.

სიახლეები

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...