19 წლის შოთიკო ცირგაიას დედამ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში შიმშილობა დაიწყო- ოჯახი პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს

0
440
19 წლის შოთიკო ცირგაიას დედამ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში შიმშილობა დაიწყო. ზუგდიდის რეფერალური სავადმყოფოს ექიმებს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 წლის შოთიკო ცირგაიას გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.პაციენტი პირველად სამედიცინო დაწესებულებაში  2016 წლის 17 ნოემბერს შემოიყვანეს.გართულებული პნევმონიის დიაგნოზის მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაეწერა, თუმცა განმეორებით მისი საავადმყოფოში გადმოყვანა 24 ნოემბერს გახდა აუცილებელი.როგორც დედა ამბობს, მისმა შვილმა რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი განაცხადა და არც კათეტერი ჩაიდგა, თუმცა მშობლები მის დაძინებას და რეანიმაციაში  გადაყვანას ითხოვდნენ.30 ნოემბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა მისი თბილისში გადაყვანა, თუმცა ავადმყოფი რეფერირებისას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს გამოკვლევა სხვადასხვა ვირუსზე ჩუტარდა, მათ შორის ღორის გრიპზე, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.შემთხვევა სამეცნიერო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს.გარდაცვლილი პაციენტი ჩხოროწყუს რაიონიდანაა,ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია, თუმცა მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში გარდაცვლილს  ხელმეორე ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.მიცვალებული ოჯახმა საკუთარ ეზოში დაკრძალა. ცირდაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში  31 იანვარსაც გამართეს. შოთიკო ცირგაიას დედამ ირინა წურწუმიამ კი დღეს საავადმყოფოს ეზოში შიმშილობა დაიწყო. 
წინა სტატიაგამოვიდეს ნარმანია და გვითხრას – აღარ შემიძლია, მაძალებს ივანიშვილი და სისულელეს სისულელეზე მაკეთებინებს“- აცხადებს ნიკა მელია
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადის თანამშრომელი, კაპრალი მარიკა გელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური