მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკოორდინაციო საბჭო არ აპირებს დაელოდოს, როდის მოგუდავენ მედიასივრცეს ოლიგარქის მარიონეტები

საკოორდინაციო საბჭო არ აპირებს დაელოდოს, როდის მოგუდავენ მედიასივრცეს ოლიგარქის მარიონეტები

Published on

„ჩვენ გავაპროტესტებთ მერიის თავნებობასაც, ჩვენ გავაპროტესტებთ უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნა, ჩვენ აქაც ვაპირებთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2 და იგივე მოვუწოდოთ საზოგადოებას. დღეს რაც ხდება, ეს არის თავისუფალი სიტყვის გაუქმება,“ – აცხადებს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური საკოორდინაციო საბჭოს სახელით.
 
„ვერ დაველოდებით, როდის შეიძლება ბოლომდე მოგუდონ მედიასივრცე ოლიგარქის მარიონეტებმა სასამართლოს მეშვეობით.“- აცხადებს პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი. იგი   ფიქრობს, რომ აუცილებელია  პერმანენტულად განხორციელდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა კანონის ფარგლებში.
 საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრი პარტიები ფიქრობენ, რომ სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს და  საზოგადოება მზად უნდა იყოს ამისთვის.  რუსთავი 2-ის დასაცავად მათ გარკვეული ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.
 
საპროტესტო აქციები რუსთავი 2 – ის დასაცავად სავარაუდოდ   ხვალიდან გაგრძელდება და   მთელ მომავალ კვირას გასტანს, თუმცა გეგმის  დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
 

პირველი ასეთი აქცია-მსვლელობა 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით ორი დღის წინ გაიმართა და უზენაესი სასამართლოს შენობასთან დასრულდა. 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...