მთავარისიახლეებისამართალიკიევის პოლიციამ ე.წ. "კანონიერი ქურდი", საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავა

კიევის პოლიციამ ე.წ. “კანონიერი ქურდი”, საქართველოს მოქალაქე გელა ქარდავა დააკავა

Published on

კიევის პოლიციამ ე.წ. "კანონიერი ქურდი", საქართველოს მოქალაქე, 42 წლის გელა ქარდავა დააკავა, რომელიც მძიმე დანაშაულების მუხლებით არაერთხელ არის ნასამართლევი და  თემურ სვერდლოვსკისთან ერთად ქურდულ სამყაროში მძიმეწონიან პერსონად ითვლება. მისი კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურდული კლანის ხელმძღვანელმა  ,,დედ ჰასანმა''  თავისი სიკვდილის შემთხვევაში  იგი თავის შესაძლო შემცვლელად დაასახელა. 
 
გელა ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია უკრაინის  შს მინისტრის არსენი ავაკოვის  facebook-ის გვერდზე ა განთავსებული, ინფორმაციას თან ერთვის დაკავების ვიდეოკადრებიც. .  
 
ავაკოვი წერს, რომ ქარდავას დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა, რომელიც კიევის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარდა. ის თანამოაზრეებთან ერთად კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.  
 
დაკავებისას ამოღებულია უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი მოწმობა, ოლეგ რომანოვიჩის სახელზე, რომელიც სიმფეროპოლში ცხოვრობს.
 
 გელა ქარდავა ე.წ. "კანონიერ ქურდად" მოსკოვში 1996 წელს "აკურთხეს", როდესაც ის 21 წლის იყო. დღეს  პოსტსაბჭოთა სივრცეში კრიმინალებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.  
 
ამასთან, ავაკოვი  იმასაც წერს, რომ დიდი ალბათობით  დაკავებული ქარდავა "რუსეთის შსს-ს შტატიანი აგენტია".  შესაბამისად, მოწმდება ინფორმაცია მისი რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...