მთავარისიახლეებისამხედრო თემაგუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის კანცელარიაში მოშიმშილე ლალი ბასარია მოინახულეს

გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის კანცელარიაში მოშიმშილე ლალი ბასარია მოინახულეს

Published on

მეოთხე დღეა მთავრობის კანცელარიის ფოიეში მშრალად შიმშილობს  აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე, რვა შვილის დედა ლალი  ბასარია. იგი  ხელისუფლების უმოქმეედობას აპროტესტებს და ხელისფლებისაგან მოითხოვს  კონკრეტული ნაბიჯებს  მისი მეუღლის გათავისუფლებისატვის. 
გუშინ იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნ მოინახულეს, ნიკა რურუა ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს.
 
„მივმართავ ხელისუფლებას, აბსოლუტურად უყურადღებოს აქამდე და აბსოლუტურად უდარდელს, რომ დაინტერესდეს ჩვენი ჯარისკაცის ბედით. ასეთი უგულებელყოფა საკუთარი მოქალაქის და განსაკუთრებით, მეომრის, ყოველთვის ცუდად მთავრდება. ეს აისახება ჯარზე, მის მორალზე, საერთოდ, მოქალაქეების სახელმწიფოსადმი ნდობაზე,“ – აცხადებს ნიკა რურუა.
 
„ორშაბათს მე სხვა ფორმას უნდა მივმართო შიმშილობის, რომ მე ამ ხელისუფლებას ვაგრძნობინო, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენ გვაქვს მოთხოვნის უფლება, რეალობაში ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, საჭმელს ჩვენ ვითხოვთ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას და მის დაბრუნებას ოჯახში,“ – განაცხადა ლალი ბასარიამ. 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...