მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების შეკრება დაიწყო

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერების შეკრება დაიწყო

Published on

ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად – 8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.  მსვლელობა მეტრო რუსთაველი-დან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება. ამ წუთებში უკვე დაიწყეს შეკრება რუსთავი 2-ის მხარდამჭერებმა. 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.

სიახლეები

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...