მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალ ტრამპსაც უსმენენ - თეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს

დონალ ტრამპსაც უსმენენ – თეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს

Published on

 თეთრი სახლი ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებს იძიებს. მოკვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიაში პრეზიდენტისა და უცხოელი ლიდერების სატელეფონო საუბრების დეტალებმა გაჟონა.
 
ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაცია  ვლადიმერ პუტინთან 28 იანვარს შემდგარ პირველ სატელეფონო საუბარს ეხება. გავრცელებული ცნობით, ვლადიმერ პუტინი ბირთვული და თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას შეეხო და ტრამპს ამ დოკუმენტის გახანგრძლივებაზე პოზიცია ჰკითხა.
 
REUETERS-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა პუტინთან საუბრისას პაუზა აიღო და საკუთარ მრჩეველს შეთანხმების შინაარსის განმარტება სთხოვა. დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის შემდეგ რუს კოლეგასთან საუბარი განაგრძო და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებულ დოკუმენტს ცუდი გარიგება უწოდა, რადგან მისი აზრით, შეთანხმების დებულებები არა ვაშინგტონის, არამედ მოსკოვის ინტერესებს იცავს.
 
 

სიახლეები

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...