მთავარისიახლეებისამართალი"დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა"- ბათუმში შვილი მამას ძალადობაში ადანაშაულებს

“დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა”- ბათუმში შვილი მამას ძალადობაში ადანაშაულებს

Published on

ოჯახში ძალადობის შემთხვევა ბათუმში. დედა11 წლის შვილზე ძალადობაში ბავშვის მამას ადანაშულებს. ბავშვის დედა დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც შვილმა დაურეკა და მამის სახლიდან წაყვანა სთხოვა.ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა პრაიმტაიმი ავრცელებს.“ბავშვი მოწამლული იყო და სკოლაში მე არ გავუშვი. იმ დღეს სამსახური მქონდა და დილით ბავშვი მამის ოჯახში დავტოვე. დამირეკა შვილმა, მოდი სასწრაფოდ და წამიყვანეო. მივედი. ეზოში იდგა ფეხშიშველი და ხმას არ იღებდა… სახლში შესვლა აღარ მინდაო. სოფელში წავედით ჩემებთან. გზაშიც არაფერი მითხრა, არც სახლში უთქვამს რამე. დაძინების დროს აღმოვაჩინე, ზურგი დაწითლებული ჰქონდა. მაშინ მითხრა, მამამ მცემაო”.დედის ჩვენების მიხედვით, მას პოლიციისთვის არ დაურეკავს. მისი თქმით, მან სასწრაფო გამოიძახა და მოულოდნელად პოლიციელებიც მოვიდნენ.“ყოფილ მეუღლესაც ველაპარაკე, ეს რა გააკეთე-მეთქი. ღირსი იყო და ვცემეო, ასე მიპასუხა”.დაზარალებული არასრულწლოვანიის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იცავს, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძეა.ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.ცნობისთვის, ოჯახში ძალადობის შემთხვევას, რომლის მიხედვითაც მამას შვილის ცემაში ედება ბრალი,  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე, გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...