მთავარისიახლეებიეკონომიკასავაჭრო დერეფანი ადლერიდან ზუგდიდამდე - რა პრინციპით გაატარებს იგი...

სავაჭრო დერეფანი ადლერიდან ზუგდიდამდე – რა პრინციპით გაატარებს იგი ტვირთებს?

Published on

 ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის   შეთანხმება  ითვალისწინებს  სავაჭრო დერეფნების შექმნას  სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით. 
 
სავაჭრო დერეფანი #1, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, სეპარატისტული რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ ვიწრო ზოლად გადის.
ეს დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება (თავად ადლერი სავაჭრო დერეფანი #1–ის შიგნით არის მოქცეული), რომელიც კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარეობს.  
შემდეგ დერეფანი მისდევს აფხაზეთზე გამავალ მთავარ გზას, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება; დერეფანი მთავრდება ზუგდიდში.
აღნიშნული დერეფანი ასევე ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმის და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად.  
სავაჭრო დერეფნები განსაზღვრულია თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვითა; შეთანხმებაში არსად არის ნახსენები კონკრეტულ ადგილმდებარეობათა სახელები.
შეთანხმებით „ტერმინალი“ განსაზღვრულია, როგორც ადგილი, რომელიც მდებარეობს „სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში/შესასვლელში“.
სწორედ  ამ ტერმინალებზე უნდა განხორციელდეს ვაჭრობის „კონტროლი და ადმინისტრირება“ , რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით განთავსდებიან სეპარატისტული რეგიონების გარეთ მდებარე სწორედ ამ ტერმინალებზე – .  თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.
 
საქართველომ და რუსეთმა კერძო კომპანიას უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან, მათ შორის დეტალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, ტვირთის მიმღების სახელი და მისამართი, ექსპორტიორი ქვეყანა, ტვირთის წარმოშობის  ქვეყანა და საბოლოო დანიშნულების ადგილი, ანგარიშფაქტურები, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების საინდეტიფიკაციო მონაცემები. ამ ინფორმაციას რუსეთი და საქართველო ყოველთვიურად ასევე გააგზავნის ვმო–ს ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში – ბაზაში გაგზავნილ მონაცემებს კერძო კომპანიაც გადაამოწმებს.
 
საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.    
 
ხელშეკრულების თანახმად, „ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება სავაჭრო დერეფნებში შემავალ ან დერეფნებიდან გამავალ ვაჭრობას, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ელექტრონული ბეჭდებისა და GPS-ის საშუალებით, გადაეგზავნება ნეიტრალურ კერძო კომპანიას“ ქართული და რუსული მხარეების მიერ. 
 
„აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნეიტრალური კერძო კომპანია განახორციელებს რისკის მართვასა და მონაცემების აუდიტს“, – ნათქვამია შეთანხმებაში,  –  კომპანია უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობას.
 
კერძო კომპანიის წარმომადგენლები „განახორციელებენ საბაჟო პროცედურების და საქონლის გაფორმების მონიტორინგს თითოეულ ტერმინალზე ყოფნით, ასევე დოკუმენტაციისა და ჩანაწერების შემოწმების, საქონლის ფიზიკური დათვალიერების, განმეორებითი დათვალიერების, განმეორებითი შეფასების და საეჭვო ტვირთების შემოწმების დროს ფიზიკურად დასწრების საშუალებით, და ისინი გადაამოწმებენ, რომ ტვირთებზე, რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭდები“.
 
შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე რუსეთი, საქართველო და მესამე ნეიტრალური მხარე, ანუ შვეიცარია ”ერთობლივ კომიტეტს” შექმნიან, რომელიც  შეთანხმების შესრულებას გაუწევს ზედამხედველობას.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...