მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური ფრაქციები მოითხოვენ გაუქმდეს საკრებულოს დადგენილება მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის...

ოპოზიციური ფრაქციები მოითხოვენ გაუქმდეს საკრებულოს დადგენილება მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის ერთი მილიონი ლარი გადაცემის შესახებ

Published on

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა დღეს  ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი მოითხოვენ გაუქმდეს დადგენილება, რომლის საფუძველზეც მოსამართლე ნატა  ნაზღაიძის ოჯახს ერთი მილიონი ლარი გადაეცა და აცხადებენ, რომ  ამ საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.ს
 
 ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მარინა დათუკიშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ფაქტობრივად, ვალდებულების გარეშე დაურეგისტრირა და ახლა მას ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განაშენიანების უფლება აქვს.
 
„თბილისის საკრებულო თავიდან ბოლომდე იყო შეყვანილი შეცდომაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ შევიმუშავეთ განკარგულება 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ დეპუტატებს, უმრავლესობის დეპუტატებს, ამ განკარგულების განხილვაში,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.
 
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ  ,,საკრებულომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის  საკითხზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. ის დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლევა“ 
 
ამასთან მან აღნიშნა, რომ უმცირესობის წევრების მოთხოვნას, საკითხის ხელახლა განხილვის თაობაზე, ის არ ეწინააღმდეგება.
 
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული თანხის დებულებაზე.
 

 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...