სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმზე არსებულ ხიდთან მერსედესის მარკის ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რომელსაც ზუგდიდელი გ.ფ. მართავდა. მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.ავარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი და მოძრაობა შესაძლებელი იყო შემოვლითი გზით.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
სიახლეები
სიახლეები
“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი
"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...
სიახლეები
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას...
სიახლეები
ვადაგასულ ბრენდულ პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და ყიდდა – დაკავებულია 1 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა...
სიახლეები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის...