მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ის 33 ათასი კვადრატული მეტრია, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებელია...

,,ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ის 33 ათასი კვადრატული მეტრია, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებელია განთავსებული” – ნიკა მელია

Published on

„კოლეგებო, თქვენ ის დეპუტატები ხართ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებზე ხმას არ იღებთ; ის დეპუტატები, რომლებიც ჩუმად ხართ მაშინ, როცა ხედავთ ივანიშვილი ამ ტელევიზიიდან 600 თანამშრომელს კინწის კვრით უპირებს გაყრას“ – ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
„ბიძინა ივანიშვილს არც მაუწყებლის დახურვა ანაღვლებს, არც ამ ტელევიზიის თანამშრომლების ბედი. მისი ინტერესი ის 33 ათასი კვადრატული მეტრია, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებელია განთავსებული. არ მითხრათ რომ ამას არ აპირებს. მას ამის არაერთი გამოცდილება აქვს – მიიტაცა აბრეშუმის ქარხანა, ლაგუნა ვერეს ტერიტორია, ძველი უნივერმაღის ტერიტორია, ბოტანიკური ბაღის ნაწილი, იპოდრომის ტერიტორია.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ამ ტელევიზიის არსებობა პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ, რათა უფსკრულში არ გადაიჩეხოთ. როგორც კი ამ ტელევიზიას დახურავთ, ეს ცუდად დასრულდება თქვენთვის. მაგრამ მე თქვენზე კი არა, ქვეყანაზე ვზრუნავ.
ეს ერთადერთი ტელევიზიაა, სადაც შეიძლება ივანიშვილი გააკრიტიკო.“ 

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...