მთავარისიახლეებიეკონომიკა2016 წლის შემოდგომიდან ლიტრი საწვავი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა

2016 წლის შემოდგომიდან ლიტრი საწვავი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა

Published on

რამდენიმე დღეა, საავტომობილო საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა. თითქმის ყველა სახის საწვავი, ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაზე, ათი თეთრით გაიზარდა.მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების ქსელები ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს უკვე 2,44 ლარად ყიდიან, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მისი ღირებულება 2,34 ლარი იყო.რაც შეეხება პრემიუმს, ერთ ლიტრზე ფასმა 2,29 ლარამდე მოიმატა, რამდენიმე დღის წინ კი 2,19 ლარი ღირდა.სუპერისა და პრემიუმის გარდა, ასევე 10 თეთრით მოიმატა ერთი ლიტრი დიზელის ფასმა. რაც შეეხება საავტომობილო გაზს, მისი ფასი ბოლო დღეებში ჯერჯერობით არ გაზრდილა და ისვე 1,45-1,48 ლარის ფარგლებში მერყეობს.საწვავი ასევე 10 თეთრით გაძვირდა შედარებით მცირე ზომის ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც, როგორც წესი, საწვავს, მსხვილ ქსელებთან შედარებით, უფრო იაფად ყიდიან. აქ მაგალითად, ბენზინგასამართი სადგური ფრეგო ერთ ლიტრ რეგულარის სახის ბენზინს უკვე 2,09 ლარად ყიდის, რომლის ღირებულებაც რამდენიმე დღის წინ 1,99 ლარი იყო. ასევე ათი თეთრით გაიზარდა ფრეგოს სხვა საწვავიც.საწვავის ერთ-ერთი მიზეზი, ლარის გაუფასურებასთან და მსოფლიოში ნავთობზე ფასის ზრდასთან ერთად, არის ხელისუფლების მიერ 2017 წლის იანვრიდან გაზრდილი აქციზის გადასახადი, რამაც ლიტრი საწვავი, საშუალოდ, 20 თეთრით გააძვირა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...