მთავარისიახლეებისამართალინაციონალური მოძრაობა მოითხოვს სათანადო რეაგირებას მოსამართლისა და ხელისუფლების გარიგების მამხილებელ ინფორმაციაზე

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს სათანადო რეაგირებას მოსამართლისა და ხელისუფლების გარიგების მამხილებელ ინფორმაციაზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა სპეციალური ბრიფინგი, რომელიც რუსთავი2-ის საქმის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის საკითხს მიეძღვნა. 
ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნები ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ, გააცნო. 
პარტია თვლის, რომ აუცილებელია: 
"საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად, იუსტიციის საბჭოსგან უფლებამოსილება შეუწყდეს კორუმპირებულ ნაზღაიძეს.
"დიდმა პალატამ გააუქმოს მოსამართლე ნაზღაიძის მიერ გამოტანილი განაჩენი რუსთავი 2-ის საქმეზე.
"გაუქმდეს კორუმპირებული გარიგება, ხელშეკრულება მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილსის მერიას შორის. ხალხის კუთვნილი ფული დაბრუნდეს ბიუჯეტში.
"მოხდეს თბილისის მერის იმპიჩმენტი .''
"დაისაჯოს ყველა უფლებამოსილი პირი, რომლებმაც დანაშული ჩაიდინეს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 
 
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მონიტორინგს გაუწევს  ხელისუფლების რეაგირებას ამ საქმეზე, რომელიც კორუფციის კიდევ ერთ დადასტურებასთან ერთად თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლის ნაწილია. 
 
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....