მთავარისიახლეებისამართალიმილიონი ფეშქაშად მოსამართლისთვის, რომელიც მთავარი ფიგურანტია რუსთავი 2 - ის საქმის სასამართლო...

მილიონი ფეშქაშად მოსამართლისთვის, რომელიც მთავარი ფიგურანტია რუსთავი 2 – ის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში

Published on

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პროკურატურის მიერ ნატა ნაზღაიძის საქმის გამოძიებას ითხოვს – საუბარია მილიონ ლარზე, რომელიც თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან  მოსამართლის ოჯახს კომპენსაციის სახით გადაუხადა. 

ისინი ხელისუფლებასა და მოსამართლეებს შორის კორუფციული გარიგების შესაძლებლობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ეს რეალურად უკავშირდებოდეს რუსთავი 2-ის საქმეზე ხელისუფლებისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.
 
არასამთავრობოების აზრით, საკრებულოს უმრავლესობაში გაკეთებული განმარტება არ არის საკმარისი და ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. „კომენტარი და ის ახსნა, რომელიც საკრებულოს წარმომადგენლისგან მოვისმინე, არ არის დამაჯერებელი, არავინ არ იცის თუ რატომ გადაეცა მიწის ნაკვეთი მოსამართლის ოჯახს,“- განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
 
ნაციონალურ მოძრაობაში  აცხადებენ, რომ  ხელისუფლება მოსამართლის ლოიალურობას ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობს  ეს ფაქტი  პირდაპირ უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს. ,, გვახსოვს, მოსამართლე ურთმელიძე როგორ არწმუნებდა საზოგადოებას, რომ მოსამართლე ოჯახის წევრი არ არის, ახლა ალბათ ნატა ნაზღაიძე იმას იტყვის, რომ ძმა ოჯახის წევრი არ არის'' – აცხადებს თინა ბოკუჩავა..
 
ოპოზიციას შეკითხვები თბილისის მერთანაც აქვს.
„კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი, რომელშიც თბილისის მერია ეხვევა. ივანიშვილმა ისიც კი არ ქნა, რომ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ქრთამი მოსამართლისთვის, არამედ ეს ფული ჩვენ გადაგვახდევინა, ნიკა გვარამიას გადაახდევინა საკუთარი ჯიბიდან ქრთამი, რომ რუსთავი 2 მიითვისოს,“- ასე აფასებენ მომხდარს ,,ევროპული საქართველოს'' წევრები. 
 
 რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა .სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ომბუდსმენი დაინტერესდა, რამდენად მოხდა კომპენსაციის წესების დაცვა.

"მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოძიება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რადგან, ბოლო დღეებში არა ერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის მედიით, რომელიც უკავშირდება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას. ვფიქრობ, სავსებით საკმარისია იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს გადამოწმება, თუნდაც რამდენად მოხდა კონკრეტულად როდესაც საუბარია ერთერთ მოსამართლეზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავდა. რამდენად მოხდა რეალურად იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც არის საჯარო,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...