მთავარისიახლეებისაზოგადოებასავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან

სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან

Published on

  სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დაზარალებული მოვაჭრეები იკრიბებიან. ისინი შენობაში შესვლას ითხოვენ. დაზარალებულების განცხადებით, მათ ძვირფასი ნივთები სეიფებში არ ჰქონდათ შენახული, სწორედ ამიტომ აინტერესებთ გადაურჩა თუ არა ხანძარს მათი კუთვნილი ძვირფასეულობა."ყველაფერი მაგიდაში მქონდა, ყველაფერი ჩაიტანა სინკარმა და ვარ დაქცეული, 10 ადამიანის ოქრო მქონდა. მომცენ საშუალება იმისი რომ შევიდე საკუთარი ძალებით ამოვაღებინო და იქნება რამე გადავარჩინო. მე დღეს თუ არ შევედი გეფიცებით, აქ გადავისხამ ბენზინს და დავიწვავ თავს,"-აცხადებს ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრე ლუიზა შოთაშვილი.დაზარალებულები აცხადებენ რომ ზარალი ძალიან დიდია და მთავრობას აკრიტიკებენ."ერთმანეთის ბიზნესინტერესებს გადაგვაყოლეს, ეს არის სიმართლე. ესენი კიდევ ააშენებენ, კიდევ გააკეთებენ ოქროს ბირჟას, მაგრამ ჩვენი პატრონი არავინ არ არის, მთავრობიდან დაწყებული. აქ ძალიან დიდი ზარალია, საცავში რაც იყო ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა ძვირფასეულობაც დაიწვა აქ,"- აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული მანანა სარჩიმელია.ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა დაზარალებულების შეშვება შენობაში.ორი დღის წინ მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ბავშვთა სამყაროს შენობაში ავეჯისა და სხვა ნივთების მაღაზიები ჰქონდათ განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხდება მათ ზარალის ანაზღაურება.პარალელურად ადგილზე კვლავ მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და 70-მდე მეხანძრე-მაშველი.
 
 

სიახლეები

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...