მთავარისიახლეებისაზოგადოებამოშიმშილე დევნილთა ნაწილი თავის დაწვით იმუქრება

მოშიმშილე დევნილთა ნაწილი თავის დაწვით იმუქრება

Published on

სოციალური ქულების გადამოწმების მიზნით კომისიის შექმნისა და ბინებით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილები რაიონული საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარავში მე-8 დღეა შიმშილობენ.ისინი დევნილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, დევნილებს პრეტენზიები აქვთ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმმართველოსთანაც. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ის ხვალიდდან შიმშილობას  სამმართველოს წინ გააგრძელებს, ნაწილი კი თავის დაწვით იმუქრება.თავის მხრივ კომენტარს არ აკეთებს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი, მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, მის მიმართ დევნილთა ბრალდებები უსაფუძვლოა.მოშიმშილე დევნილები სოზარ სუბარის გადადგომას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ,მათი თქმით,  პროტესტის ამ ფორმას დევნილთა სამინისტროს უყურადღებობის გამო მიმართეს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...