მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალ სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

ხვალ სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

Published on

„ენერგო-პრო ჯორჯიას“  კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 2 თებერვალს ელექტროენერგია დროის სხვადასხვა მონაკვეთში გაეთიშება ზუგდიდის, ჩხოროწყუს და სენაკის ნაწილს.
 
კერძოდ, კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ ხვალ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გეგმიური სამუშაოების მიზნით, გამოირთვება ქვესადგური „ზედაეწერის“ 10 კვ-ის შემყვანი რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 749 აბონენტს (სოფელი ზედა ეწერი, კორცხელი და მიმდებარე სოფლები).
 
ასევე 2 თებერვალს გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინეს“ 10 კვ ფიდერები, რის გამოც საერთო ჯამში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 481 აბონენტს (სოფელი ლესიჭინე და მიმდებარე სოფლები).
 
უფრო დეტალური განრიგი კი ასეთია: 12:30 საათიდან 14:00 საათამდე ფიდერი „კოლხეთი 1“. შედეგად გაითიშება152 აბონენტი;
 
14:00 საათიდან 15:30 საათამდე ფიდერი „რუსთაველის ჩაის მეურნეობა“. შედეგად დენი გაეთიშება 240 აბონენტს;
 
15:30 საათიდან 17:00 საათამდე ფიდერი „კოლხეთი 2“. შედეგად გაითიშება 89 აბონენტი
 
2 თებერვალსვე გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინეს“ 10 კვ ფიდერი „ზანა“. შედეგად 11:00 საათიდან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სენაკის მომსახურების ცენტრის 415 აბონენტს (სოფელი ზანა). 
 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...