მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ის შავი კაცი ვინ იყო?'' - ,,ბავშვთა სამყაროს'' ადმინისტრაცია და აბდუშელიშვილი, როგორც...

,,ის შავი კაცი ვინ იყო?” – ,,ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაცია და აბდუშელიშვილი, როგორც მეხამრიდი ოლიგარქისთვის

Published on

,,ხანძრის გაჩაღების მიზანი იყო აქციონერების ჩამოშორება, ან ხანძარი უნდა მომხდარიყო ან აქციები უნდა შეესყიდათ მთლიანად. ჩვენ არ გავყიდეთ აქციები, ჯერ ერთი, კონკრეტულს არაფერს გვთავაზობდნენ და არც ვენდობოდით მაჭავარიანს. ის კაცი ვინც ყიდულობდა არ გამოვიდა ჩვენთან, რომ დაგვლაპარაკებოდა. – ასეთ  სკანდალურ განცხადებას ავრცელებენ ,,ბავშვთა სამყაროს'' აქციონერები
 
სავაჭრო ცენტრის პირველი დამფუძნებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ხანძარი ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდეს.
 
მათი თქმით, ყველაზე მსხვილი 41%-იანი წილის მფლობელ აქციონერს, დიმიტრი აბდუშელიშვილს შენობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები ჰქონდა და მის მითვისებას დირექტორის დახმარებით ცდილობდა.
 
„მაჭავარიანმა ( ლაპარაკია ბავშვთა სამყაროს ადმინიტრაციის ხელმძღვანელზე) მოიყვანა მხაზველები და წარმოგვიდგინა მაკეტი, რომ ბავშვთა სამყაროს უკანა მხარეს უნდა აშენდეს ტერიტორია, განვავითაროთ ბავშვთა სამყარო. მიზანი იყო აქციონერების ჩამოშორება, ან ხანძარი უნდა მომხდარიყო ან აქციები უნდა შეესყიდათ მთლიანად. ჩვენ არ გავყიდეთ აქციები, ჯერ ერთი კონკრეტუად არ გვთავაზობდნენ და არც ვენდობოდით მაჭავარიანს. ის კაცი ვინც ყიდულობდა, არ გამოვიდა ჩვენთან, რომ დაგვლაპარაკებოდა.''
 
"ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მაჭავარიანი საქმის კურსში არ არის და სულ სხვა მხრივ ხდება რაღაც, შეიძლება მაჭავარიანის გადაგდებაც უნდათ. მათი ინტერესი რომ იყო ხელში ჩაგდება ეს ფაქტია,“-განაცხადა ბავშვთა სამყაროს აქციონერმა თენგიზ ლოლაძემ.
 
მეწილეები ასევე ამბობენ, რომ აბდუშელიშვილმა შეძენილი წილი ოფშორულ ზონაში დაარეგისტრირა. 
 

 
 

სიახლეები

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...

პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის...